saqarTvelos qedebi - saTovlis qedi
თრიალეთის ქედის განშტოება საწკეპლის ჩრდილო-აღმოსავლეთის გაგრძელება. იწყება მთა დიდგორიდან და მთავრდება ქ. მცხეთის მიდამოებში. აგებულია შუაეოცენური ანდეზიტური ტუფბრექჩიებით, ტუფ–ქვიშაქვებით, ქვიშაქვებით, ოლიგოცენური თაბაშირის შემცველი თიხებითა და ქვიშაქვებით. კალთები ციცაბოა. შემოსილია ტყითა და მეორადი მდელოებით.